„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 12185
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016371
  • Word
12185
28/04/2016
ვებგვერდი, 06/05/2016
000000000.00.00.016371
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12185

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „სსიპ - შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანების:

ა) დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით;

ბ) დანართი №5 ამოღებულ იქნეს;

გ) დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 3 მაისიდან.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                      გ. თაბუაშვილი

დანართი №7

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მიხედვით ინდექსების განაწილება

1. არასატარიფო კონტროლის სამმართველო – 001

2. საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – 002

3. საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ – 003

4. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“ – 004

5. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“ – 024

6. საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“ – 005

7. საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“ – 006

8. საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“ – 026

9. საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ – 007

10. საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – 008

11. საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ – 009

12. საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ – 010

13. საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – 011

14. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ – 012

15. საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“ – 013

16. საქონლის გაფორმების სამმართველო – 014

17. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ სასაქონლო ოპერაციების სამმართველო – 015

18. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ მომსახურების სამმართველო – 016

19. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ სასაქონლო ოპერაციების განყოფილება – 017

20. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველო – 018

21. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ სასაქონლო ოპერაციების განყოფილება – 019

22. გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ მომსახურების სამმართველო – 020

23. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველო – 021.