დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 03/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016168 |
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ: |
მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” (სსმ III, 22.09.2008 წ., № 140, მუხლი 1385 სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“: ა) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური 1. ამ მუხლის მიზნებისათვის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. 2. საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია, მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს და განახორციელოს მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამასთან, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს. 3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია: ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში; ბ) ინვენტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით. 5. განაწილების ლიცენზიატის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. განაწილების ლიცენზიატის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე. 7. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცია.“;
ბ) 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 და 252 მუხლები: „მუხლი 251. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 1. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ამ მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. მომხმარებელმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). ამასთან, განაწილების ლიცენზიატისთვის ამ პუნქტში მოცემული განაცხადით, მიმართვა არ წარმოადგენს აუცილებლობას, თუ კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა განაცხადის ფორმა ითვალისწინებს გამანაწილებელ ქსელზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების მოთხოვნის შესახებ პირობას. 3. მიერთების მსურველი ვალდებულია, შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე. 4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. იმ შემთხვევაში, თუ განაწილების ლიცენზიატი არ აცნობებს განმცხადებელს პასუხს დადგენილ ვადაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების დღიდან. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის საფუძველზე. 5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაასაბუთოს განაცხადზე დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის დადგენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები: ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით); ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება 100 კილოვატს; გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მომხმარებლის ქსელთან მიერთების სიმძლავრეს; დ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შედეგად, განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭარბებს განაწილების ლიცენზიატისათვის წლიური პიკური დატვირთვის განსაზღვრულ ზღვარს. 6. განაწილების ლიცენზიატის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. 7. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მისი მფლობელი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, რაც გათვალისწინებულია მიერთების ტექნიკური პირობით; ამ მიზნით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის შეზღუდვა და კონტროლი. 8. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც არსებული მომხმარებლის, ასევე მიერთების მსურველის (ახალი მომხმარებლის) მიერ. შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველი ვალდებულია გადაიხადოს: ა) არსებული მომხმარებლის შემთხვევაში - დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“; ბ) ახალი მომხმარებლის შემთხვევაში - დანართით №7 განსაზღვრული „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ან დანართით №6 განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური. 9. არსებული მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები უნდა შესრულდეს დანართით №7 განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას, მიერთების სამუშაოები უნდა შესრულდეს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია ამ წესებით, ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამის მომსახურებაზე. 10. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვამდე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შეამოწმოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის სქემა და ავტომატური მართვის ტექნიკური გამართულობა. გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი წერილობით მიუთითებს მომხმარებელს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე. დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ხარვეზის გამოსწორებამდე. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება, თუ დაკმაყოფილებულია ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პირობა, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტროენერგია. 11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს განმცხადებლის დავალიანებაში. მუხლი 252. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელთან აღრიცხვა-ანგარიშსწორების წესი 1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით. 2. განაწილების ლიცენზიატმა ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს: ა) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა; ბ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა; გ) საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიასა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ ელექტროენერგიას შორის სხვაობა, რომელზეც უნდა განხორციელდეს ანგარიშსწორება განაწილების ლიცენზიატსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ საცალო მომხმარებელს შორის ამ მუხლის მე-3 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას, სხვაობა (ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია) ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიად და მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება კრედიტის სახით (ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის რეალიზაცია არის ნულის ტოლი). 4. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) და კრედიტის სახით ანგარიშსწორების ქვითარში ასახული (გამანაწილებელ ქსელში გადადინებული) ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში შესაბამისი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე, სხვაობა ჩაითვლება საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებულ (შესყიდულ) ელექტროენერგიად, რომელსაც უნდა დაერიცხოს კომისიის მიერ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფი (შესაბამისად, აღნიშნული სხვაობით მიღებული ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის რეალიზაციად). 5. მიკროსიმძლავრის მფლობელი საცალო მომხმარებლისთვის, 30 კალენდარულ დღეში, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფების დარიცხვა ხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვაობით მიღებულ ელექტროენერგიაზე (კვტ/სთ-ზე). 6. საანგარიშო წლის ბოლო თვის ანგარიშსწორების ქვითარში კრედიტის სახით ასახული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგია ჩაითვლება განაწილების ლიცენზიატის მიერ შესყიდულად. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით. 7. კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ, ქვითარში კრედიტის სახით ასახული ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე დარიცხული თანხა: ა) აისახება მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე და გაითვალისწინება მომდევნო ანგარიშსწორებისას; ან ბ) საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაირიცხება ამ მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.“ გ) 32 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. განაწილების ლიცენზიატებს 2016 წლის პირველ ივლისამდე უფლება აქვთ, ამ წესების 252 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (მონაცემები) მიკროსიმძლავრის მფლობელ საცალო მომხმარებლებს მიაწოდონ წერილობით, ამ წესებით განსაზღვრული ანგარიშსწორების ქვითრის ფორმის დაუცველად.“ 2. დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ. „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“ (დანართი №7)“. „დანართი №7 „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური“
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები