დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 04/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №201
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) დამტკიცებულ „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას, მისი დანიშვნა-გაცემის წესსა და პრინციპებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 41 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის დანამატის მიღების უფლებას, ხოლო პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე – პირიქით.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2009 წლის 5 ნოემბრამდე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირებზე, ხოლო 2009 წლის 5 ნოემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ:
ა) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც დანიშვნის მომენტისათვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღებ პირებად;
ბ) ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავადმყოფობის გამო 2010 წლის 1 აპრილამდე თადარიგში დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან, რაც დასტურდება თადარიგში დამთხოვნი დამსაქმებლის მიერ წერილობითი ფორმით. ამასთან, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები