„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016196
13
03/05/2016
ვებგვერდი, 10/05/2016
010250020.35.155.016196
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2016 წლის 3 მაისი

ქ. წალკა

„წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში“  ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08/02/2016 წ., 010250020.35.155.016187) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში“ შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან ან ნაწილობრივ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამიდან/და სამედიცინო პოლისით

1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების,  არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების  (ოპერაცია, ქიმიოთერაპია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს:

ა) 700 (შვიდასი)  ლარამდე – 100 %-ით;

ბ) 2000 (ორი ათასი) ლარამდე – 50 %-ით;

გ) 2000 (ორი ათასი) -ზე ზევით – 1500 ლარით;

2. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების, სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია, ქიმიოთერაპია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით, განისაზღვროს დარჩენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1300 (ათას სამასი) ლარისა;

3. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია);

დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) მომართვა ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი