ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში უპირობო და პირობებიანი აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში უპირობო და პირობებიანი აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016257
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
03/05/2016
ვებგვერდი, 06/05/2016
010250020.35.128.016257
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში უპირობო და პირობებიანი აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/05/2016 - 07/05/2018)

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №12

2016 წლის 3 მაისი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო აუქციონში უპირობო და პირობებიანი აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2  პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულო კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს უპირობო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ნიმუში, დანართ №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ნიმუში, დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუში, დანართ №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 12 იანვრის №8 დადგენილება „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დადგენის შესახებ“, საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/01/2015).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე



დანართი №1
უპირობო  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ო ქ მ ი  №


დ. ხარაგაული                                                                                       „        “ წლის  „        “ „        “

 

წინამდებარე   ოქმი   შედგა   მასზედ,   რომ   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   მუდმივმოქმედი   სააუქციონო კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის   №669   დადგენილებით    დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზებულ აუქციონზე -----------------------

 

(ქონების  დასახელება,   საკადასტრო/საიდენტიფიკაციო  კოდი,   სარეგისტრაციო  ნომერი,   უძრავი   ქონების  ფართობი,  ქონების  სხვა აღწერილობა)

 

მდებარე -------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                     (ქონების მისამართი)

 

ქონების საწყისი ფასი    --------------------------------------------------------------------------      ლარი

                                                                    (ციფრებით)                                       (სიტყვიერად)

 

აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასის  -----------------------------------------   ლარი

                                                                                                                           (ციფრებით)                (სიტყვიერად)

 

საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა  ------------------------------------------------------------

 

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(უპირობო აუქციონში გამარჯვებულის (შემდგომში - შემძენი) სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება  და  წარმომადგენლის  სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო  დოკუმენტების მონაცემები) და მას საქართელოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენულებით  დამტკიცებული წესის შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა

  

    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   

    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)

 

      აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები

       1. ქონების შემძენმა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი                                                     ლარი

                                                                                                            (ციფრებით)                     (სიტყვიერად)

 

     სრულად  გადაიხადოს  წინამდებარე  ოქმის  საფუძველზე, კანონმდებლობით  დადგენილი  წესით, ხელშეკრულების  გაფორმებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო  პირობებიანი  აუქციონის შემთხვევაში - აუქციონის პირობებით  გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ  საბანკო ანგარიშზე №                                ;   მიმღები:   ერთიანი   არასაგადასახადო   ანგარიში;   მიმღები   ბანკი:   სახელმწიფო   ხაზინა; მიმღები  ბანკის  კოდი                                   ; საბიუჯეტო  შემოსავლების  სახაზინო  კოდი                                           ; გადახდის დანიშნულება - შემოსულობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.

2. მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენს  ბე/უპირობო  და გამოუხმობი  საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

3. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ქონების სრული ღირებულების გადახდა) შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

4. მუნიციპალიტეტის  შეძენილი  ქონების სრული ღირებულების გადახდის შემდეგ უფლებამოსილი  ორგანო გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.

5.  თუ  მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენი  ოქმითა  და ხელშეკრულებით  დადგენილ  ვადაში  სრულად  არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება.

6. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი  მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავს.

9.  მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენი  ადასტურებს,  რომ გაეცნო  და ეთანხმება  ოქმის  შინაარსს  და აწერს ხელს.

10. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აუქციონატორი

  -----------------------                             ბ.ა.  ხელმოწერა                    

(სახელი, გვარი)

 

აუქციონში გამარჯვებული პირი

 ------------------------                          ბ. ა. ხელმოწერა

    (სახელი, გვარი) .


 

დანართი №2

 პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ო ქ მ ი №


დ. ხარაგაული                                                                    „     “    წლის  „------“ „  -------------“ 

 

წინამდებარე   ოქმი   შედგა   მასზედ,   რომ   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   მუდმივმოქმედი   სააუქციონო კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის   N669   დადგენილებით    დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზებულ აუქციონზე   --------------------------------------------------------------------

(ქონების  დასახელება,   საკადასტრო/საიდენტიფიკაციო  კოდი,   სარეგისტრაციო  ნომერი,   უძრავი   ქონების  ფართობი,  ქონების  სხვა აღწერილობა)

 

მდებარე --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                             (ქონების მისამართი)

 

ქონების საწყისი ფასი --------------------------------------------------------------------------------------  ლარი.

                                                           (ციფრებით)                                        (სიტყვიერად)

 

აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასის ------------------------------------------------  ლარი

                                                                                                        (ციფრებით)                           (სიტყვიერად)

 

საფუძველზე გამარჯვებულად გამოვლინდა  --------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აუქციონში  გამარჯვებულის  (შემდგომში  -  შემძენი)  სახელი,  გვარი/იურიდიული  პირის  ორგანიზაციულ-სამართლებრივი  ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) და მას საქართელოს ორგანული კანონით ,,ადგილობნრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს 2014 წლის 08 დეკემბრის  №669 დადგენულებით  დამტკიცებული წესის შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)

მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:

1.   აუქციონზე   შეძენილი   ქონების   ფასი   -----------------------------------------  ლარი  სრულად

                                                                                      (ციფრებით)                               (სიტყვიერად)

 

უნდა გადაიხადოს წინამდებარე ოქმის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების გაფორმებიდან  30 კალენდარული  დღის ვადაში,  ხოლო პირობებიანი  აუქციონის შემთხვევაში  - აუქციონის პირობებით  გათვალისწინებულ  ვადაში  შემდეგ  საბანკო  ანგარიშზე  №                                    მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო  ანგარიში;  მიმღები  ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი                                       ; საბიუჯეტო   შემოსავლების   სახაზინო   კოდი                                      ;  გადახდის  დანიშნულება   -  შემოსულობა ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან

  1. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა

1. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას  დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული  აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

2. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე,  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელ ორგანოსთან  შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის  გადაცემული  ქონება  საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს

სხვა  პირს ან უფლებრივად  დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

3. საკუთრების უფლების  გადაცემის  შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის  ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის  ქონების გასხვისების  შესახებ  ინფორმაცია  წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. ოქმითა და  ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

4. ოქმითა  და ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებების  შეუსრულებლობის  შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის  ქონების შემძენი იღებს წერილობით  გაფრთხილებას,  რომელშიც  მიეთითება დარღვევის გამოსწორების  ვადა  და პირგასამტეხლოს  ოდენობა.  პირგასამტეხლოს  ოდენობა განისაზღვრება  ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განსახორციელებელი ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის   ან  არაჯეროვანი  შესრულების   შემთხვევაში,  პირგასამტეხლოს   ოდენობა  წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.

5. ოქმისა და ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.

6. მუნიციპალიტეტის  ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების  უფლება გადაეცემა  ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

7. თუ მყიდველი ოქმითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი   მოწმობა  და  ბე/უპირობო   და  გამოუხმობი   საბანკო  გარანტია  არ   დაუბრუნდება   და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება.

8. მუნიციპალიტეტის  ქონების შემძენს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

9. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი  მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

10. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავს.

12.  მუნიციპალიტეტის  ქონების  შემძენი  ადასტურებს,  რომ გაეცნო და ეთანხმება  ოქმის შინაარსს და აწერს ხელს.

 

 

13. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის:

 ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

აუქციონატორი

--------------------------                ბ.ა. ხელმოწერა

(სახელი, გვარი)

 

აუქციონში გამარჯვებული პირი

 

---------------------------             ბ.ა  ხელმოწერა

  (სახელი, გვარი)

 


 

დანართი №3

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

                           

 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

 ხარაგაულის  მუნიციპალიტეტი

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

№ ------

 

ეძლევა  -----------------------------------------------------------------------------------------------------------

                                               (მესაკუთრე და მისი  მისამართი)

 

მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში -----------------------------------------------------------------------

                                                                                           (ქონების დასახელება და მისამართი)

 

                   (პირობა)

მიწის ფართობი  ---------------------------------------

 

------------------------------------------------------------

(კვ.მ.)

 

მიწათსარგებლობის საფუძველი -------------------------------------------------------------------------

 

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის

 

თარიღი                                                             №   

 

მოწმობა შედგენილია სამ, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე, ეგზემპლარად. ორი გადაეცემა      

                                                                          , რომელიც  ერთ ეგზემპლარს  წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

    გაცემულია 20     წლის   „        “   „                                 “

 

    ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგებელი               –––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                                        სახელი და გვარი