დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში, სულხან–საბას გამზირის ბოლო მონაკვეთის მიმდებარედ (სულხან–საბას გამზირის მარჯვენა მხარეს) არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის, სულხან–საბას გამზირის VI შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 254 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.123.016002 |
საქართველო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 254
2016 წლის 27 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში, სულხან - საბას გამზირის ბოლო მონაკვეთის მიმდებარედ (სულხან-საბას გამზირის მარჯვენა მხარეს) არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის, სულხან-საბას გამზირის VI შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1. მიენიჭოს ქალაქ ქუთაისში, სულხან -საბას გამზირის ბოლო მონაკვეთის მიმდებარედ (სულხან-საბას გამზირის მარჯვენა მხარეს) არსებულ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან შემაერთებელ უსახელო ქუჩას, სულხან-საბას გამზირის VI შესახვევის სახელი.
(სიტუაციური რუკის ქაღალდის ვერსია
განკარგულებას თან ერთვის)
მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული შესახვევის სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით .
საკრებულოს თავმჯდომარე დ . დვალი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები