დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016201 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 05/03/2015წ., სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების მუხლი 1. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. 1. დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართ №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).“. 3. დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება.“ 4. დანართ №1-ის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა , ძეგლთა დაცვისა და ინკლუზიური სწავლების საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები