სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021256
  • Word
427
17/05/2013
ვებგვერდი, 03/05/2016
000000000.00.003.021256
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №427

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა (დანართი №1) და დაცვის ობიექტთა ნუსხა (დანართი №2).

პრემიერ‑მინისტრი                                         ბ . ივანიშვილი

        

 

 

დანართი №1

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა

ა) საქართველოს პრემიერ‑მინისტრი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე;

დ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (კანდიდატები) საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ზ) საქართველოს კათოლიკოს‑პატრიარქი;

თ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები;

ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი;

კ) საქართველოს მთავრობის სხვა წევრები – საქართველოს მთ ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

ლ) საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოს მთ ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ჟ) ქ.თბილისის მერი;

რ) საქართველოს პრემიერ -მინისტრის ოჯახის წევრები;

ს) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები;

ტ) უცხოეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები – საქართველოს მთ ავრობის გადაწყვეტილებით;

უ) საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.

 

შენიშვნა:

ამ განკარგულების მიზნებისათვის ოჯახის წევრების წრე განისაზღვროს შემდეგი კატეგორიის ახლო ნათესავებით: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, დასაცავ პირთან მუდმივად მცხოვრები პირები.

 

 

 

დანართი №2

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში;        

ბ) საქართველოს პარლამენტის სასახლე ქ.ქუთაისში და ადმინისტრაციული შენობა ქ.თბილისში;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;

ე) საქართველოს საპატრიარქო;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა;

ზ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამგებლობაში არსებული ობიექტები;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

მ) ზუგდიდისა და ბობოყვათის სახელმწიფო (სამთავრობო) რეზიდენციები;

ნ) ქ.თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელები;

ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინა;

პ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ჟ) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინა , მისი სიცოცხლის ბოლომდე;

რ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ტ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ფ) საქართველოს მთავრობის წევრის საცხოვრებელი ბინა – საქართველოს მთ ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

ქ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ბინები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.