სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021256
  • Word
427
17/05/2013
ვებგვერდი, 03/05/2016
000000000.00.003.021256
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 427

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა (დანართი 1) და დაცვის ობიექტთა ნუსხა (დანართი 2).

პრემიერ‑მინისტრი                                         . ივანიშვილი

        

 

 

დანართი №1

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა

ა) საქართველოს პრემიერ‑მინისტრი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე;

დ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (კანდიდატები) საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ზ) საქართველოს კათოლიკოს‑პატრიარქი;

თ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები;

ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი;

კ) საქართველოს მთავრობის სხვა წევრები – საქართველოს ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

ლ) საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირ საქართველოს ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ჟ) ქ.თბილისის მერი;

რ) საქართველოს პრემიერ -მინისტრის ოჯახის წევრები;

ს) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები;

ტ) უცხოეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები – საქართველოს ავრობის გადაწყვეტილებით;

უ) საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.

 

შენიშვნა:

ამ განკარგულების მიზნებისათვის ოჯახის წევრების წრე განისაზღვროს შემდეგი კატეგორიის ახლო ნათესავებით: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, დასაცავ პირთან მუდმივად მცხოვრები პირები.

 

 

 

დანართი №2

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა

ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში;        

ბ) საქართველოს პარლამენტის სასახლე ქ.ქუთაისში და ადმინისტრაციული შენობა ქ.თბილისში;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;

ე) საქართველოს საპატრიარქო;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა;

ზ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამგებლობაში არსებული ობიექტები;

თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

მ) ზუგდიდისა და ბობოყვათის სახელმწიფო (სამთავრობო) რეზიდენციები;

ნ) ქ.თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელები;

ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინა;

პ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ჟ) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინა , მისი სიცოცხლის ბოლომდე;

რ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ტ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ფ) საქართველოს მთავრობის წევრის საცხოვრებელი ბინა – საქართველოს ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

ქ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ბინები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.