„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.141.016173
12
28/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
370020000.35.141.016173
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2016 წლის 28 აპრილი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 29 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის   თაობაზე 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 29 თებერვლის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, ძალაში შესვლის თარიღი: 04/03/2016 სარეგისტრაციო კოდი: 370020000.35.141.016163):

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ”   ქვეპუნქტის და  61-ე  მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ   დ ა ა დ გ ი ნ ა:“:

ბ) დადგენილების 1-ლი დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული 1კვ/მ  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ახალქალაქისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 %-ით და შესაბამისად შეადგენს 1,26 ლარს.“.    

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი