,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.172.016130
16
28/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
210070000.35.172.016130
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 28 აპრილი

ქ. ამბროლაური

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.172.016068) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი  ორგანიზაციებისა და  მეწარმე სუბიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის და გაუვნებლობის მომსახურეობისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის ორგანიზაციასთან და მეწარმე სუბიექტებთან  გააფორმოს ხელშეკრულება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ან/და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად ორგანიზაციასთან და მეწარმე სუბიექტებთან   გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე