დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016306 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/05/2016 - 21/12/2017)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №8/41 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან. |
|
დანართი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახური (შემდგომში -სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობის, დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში–საკრებულო). |
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
5.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, 26 მაისის ქუჩა №7. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება; |
ბ)
სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დასაქმების საკითხების განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
|
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობის, დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; დ)უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებების ფუნქციები |
1.
ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
ბ)
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
გ)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; |
დ)
ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; |
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
2.
სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დასაქმების საკითხების განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
ბ)
დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; |
გ)
სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; |
დ)
უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
ე)
სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას; |
ვ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილების და დევნილების ზუსტ აღრიცხვას; |
ზ)
მონიტორინგის ჩატარებას ლტოლვილთა და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით; |
თ)
ლტოლვილთა და დევნილთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; |
ი)
ლტოლვილი და დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფას; ამ მიზნით საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელებას; |
კ)
ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარებას და შედეგების გაანალიზებას; |
ლ)
ლტოლვილთა, დევნილთა და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვას და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; |
მ)
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. |
ნ)
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უწევს ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას სხვადასხვა დაწესებულებებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით. |
ო)
საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებთან დაკავშირებით პროგრამების, დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი ტრენინგ-სემინარების ჩატარება; |
პ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
მუხლი 6.
დასკვნითი ნაწილი |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები