დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016305 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/05/2016 - 21/12/2017)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბერის №10/45 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.
|
|
დანართი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო). |
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
5.
სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, ჭანტურიას ქუჩა №1. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
ურბანული განვითარების განყოფილება; |
ბ)
მშენებლობის ნებართვების განყოფილება; |
გ)
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ)დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე)დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ)მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტების კოორდინაციას; თ)მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ი)მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო- საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას; ლ)პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, მისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილების და მითითების გამოცემას; მ) საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელების დადებას; ნ)საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებების ფუნქციები |
1.
ურბანული განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას; |
ბ)
სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადებას; |
გ)
მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებას; |
დ)
გენერალური გეგმის მართვას; |
ე)
მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას; |
ვ)
სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; |
ზ)
გეგმარებითი დავალებების მომზადებას; |
თ)
ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელებას; |
ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
2.
მშენებლობის ნებართვების განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გასაზღვრულ მეორე და მესამე სტადიის მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; |
ბ)
მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებას; |
გ)
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, მითითებებისა და დადგენილებების მომზადებაში მონაწილეობა; |
დ)
არქიტექტურულ სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას; |
ე)
მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას; |
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
3.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობის, ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას, გარე რეკლამების განთავსების საკითხის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას; |
ბ)
გარე რეკლამების განთავსებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; |
გ)
ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს; |
დ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენიის ფარგლებში გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მათ შესრულებაზე კონტროლს; |
ე)
უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, თაროების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას; |
ვ)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, ამავე კოდექსის 552 მუხლით „სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა“, 1191 მუხლით „გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება“, 1461 მუხლის „დასუფთავების წესების დარღვევა“, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით, 148-ე მუხლის „თვითმმართვეული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“, 150-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება“, 1501 მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“, 151-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან და თვითნებური განადგურება“, 152-ე მუხლით „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშოების წარმოებისას“, 159-ე მუხლით „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“, 1591 მუხლით „არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)“, 1522 მუხლით „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ხოლო 135-ე მუხლით „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენას; |
ზ)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის მომზადებას. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მითითებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადებასა და სამსახურის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენას. |
თ)
რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთასთან დაკავშირებული შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას; |
ი)
ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; |
კ)
მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას; |
ლ)
სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმირებას ამ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შესახებ; |
მ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და სამსახურის უფროსს წარუდგინოს სათანადო წინადადებები გამოვლენილი დარღვევა–ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველყოფისათვის; |
ნ)
მოამზადოს და მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტების პროექტები; |
ო)
განსაზღვროს სამართალდარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადების კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; |
პ)
აწარმოოს კონტროლი კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე ვაჭრობის და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; |
ჟ)
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას მისი კომპეტენციის ფარგლებში; |
რ)
საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენას სამსახურის საჯარო მოხელეებიის მიერ. |
ს)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; |
ტ)
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები.
|
მუხლი 5.
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
მუხლი 6.
დასკვნითი ნაწილი |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები