დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016303 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/05/2016 - 21/12/2017)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბერის დადგენილება №8/34. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან. |
|
დანართი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას. |
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში–საკრებულო). |
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
5.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
ეკონომიკური განვითარების, საბიუჯეტო დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; |
ბ)
საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება; |
გ)
მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე–9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური უზრუნველყოფს:
1. ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; 2. მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; 3. მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; 4.საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; 5. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 7.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; 8.წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; 9. დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; 10. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; 11. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; 12. საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; 13. ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 14.წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; 15. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; 16. ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 17. მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; 18.მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; 19. მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; 20. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; 21. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; 22. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; 23. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; 24. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; 25. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; 26.წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; 27. წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; 28.წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; 29. ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; 30. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით წინადადების მოზადებას. |
მუხლი 4.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების– განყოფილებების ფუნქციები |
1.
ეკონომიკური განვითარების, საბიუჯეტო დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში www.ebudget.ge და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში წვდომის შესაბამისად მუშაობას; |
ბ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავებას; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებას; |
გ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სუბსიდიების პროგრამების შემუშავებას; |
დ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; |
ე)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას; |
ვ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას (მათ შორის თვეებში); |
ზ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ სუბსიდიების პროგრამებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას; |
თ)
საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ პროექტის მომზადებას; |
ი)
შეტყობინებების მომზადებას და ადგილობრივი სამსახურების და საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ინფორმირებულობას ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით; |
კ)
ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაციის მომზადებას; |
ლ)
აუდიტორული ფირმის მიერ ბიუჯეტის საფინანსო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგებზე აუდიტორული დასკვნის, საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ბალანსზე რიცხული დებიტორულ–კრედიტორული დავალიანების შემცირება-აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; |
მ)
ადგილობრივი სამსახურების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; |
ნ)
ყოველთვიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; |
ო)
ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; |
პ)
ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; |
ჟ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე მერის ანგარიშის მომზადებას; |
რ)
საჭირო ინფორმაციის შეკრებას და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად; |
ს)
წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; |
ტ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ყოველთვიური და ყოველკვარტალური ინფორმაციის მიწოდებას დადგენილი ფორმების შესაბამისად; |
უ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას; |
ფ)
ზემდგომ ორგანოთა, იურიდიულ პირთა და მოქალაქეთა წერილების განცხადებების და შუამდგომლობების მიღებას, განხილვას და მათზე პასუხის გაცემას კანონმდებლობებისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში. |
2.
საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში www.etreasury.ge წვდომის შესაბამისად მუშაობას; |
ბ)
ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
გ)
მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას; |
დ)
ადგილობრივი მოსაკრებლების აღრიცხვას; |
ე)
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
ვ)
ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; |
ზ)
მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; |
თ)
ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; |
ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
3.
მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; |
გ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; |
დ)
საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; |
ე)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისათვის მუნიციპალური ქონების გადაცემის საკითხებზე; |
ვ)
რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; |
ზ)
რეკომენდაციების შემუშავებას და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; |
თ)
მუნიციპალურ ქონებასთან დაკავშირებით საკითხებისა და დოკუმენტაციის მომზადებას; |
ი)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
მუხლი 6.
დასკვნითი ნაწილი |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები