დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/16 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.111.016302 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/05/2016 - 21/12/2017)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან. |
|
დანართი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში– მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას. |
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო). |
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
5.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, ჭანტურიას ქუჩა №1. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
მშენებლობის განყოფილება; |
ბ)
ინფრასტრუქტურის განყოფილება; |
გ)
ტრანსპორტის განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარებას; ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ი) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; კ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ლ) მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულ და შესასყიდ სამუშაოებზე დასკვნების შემუშავებას; მ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ნ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლს; ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების– განყოფილებების ფუნქციები |
1.
ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; |
ბ)
წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; |
გ)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობის განხორციელებას და ზედამხედველობას; |
დ)
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, საბინაო ფონდის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; |
ე)
ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; |
ვ)
წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ევროპული სტანდარტის დანერგვასა და განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხთან მიმართებაში; |
ზ)
წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე; |
თ)
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა ტენდერების და ტექნიკური პირობების ფასწარმოქმნის დახვეწა მომზადებას; |
ი)
მუნიციპალური ნარჩენებთან დაკავშირებით საკითხების მომზადებას; |
კ)
მუნიციპალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შესაბამისი სტრუქტურების შექმნის წინადადებების მომზადებასა და მათ განხორციელებას; |
ლ)
საბინაო ფონდის რეაბილიტაციის პროგრამისა და თანადაფინანსების პრინციპით პროგრამის მომზადებას, გამოცდილების გაზიარებას და განხორციელებას; |
მ)
მოხეტიალე პირუტყვების (ძაღლები, კატები, საქონელი, ქვეწარმავლები, გარეული ცხოველები) იზოლაციის პრევენციული ზომების მიღებასა და აპრობირებული მეთოდების დახვეწას, დანერგვის განხორციელებას; |
ნ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
2.
ტრანსპორტის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას; |
ბ)
მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; |
გ)
წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; |
დ)
წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე; |
ე)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
3.
მშენებლობის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლსა და მონიტორინგს; |
ბ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ შესასყიდი სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის მომზადებას; |
გ)
წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და მათი შესრულების კოორდინაციას; |
დ)
სამშენებლო დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; |
ე)
შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადებას; |
ვ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას სამსახურის უფროსისთვის, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას წარუდგენს მერს; |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. |
მუხლი 6.
დასკვნითი ნაწილი |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები