დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.111.016300 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/05/2016 - 21/12/2017)
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №8/33 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან. |
|
დანართი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურისდებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო). |
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
5.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. |
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
საქმისწარმოების განყოფილება; |
ბ)
საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილება; |
გ)
იურიდიული განყოფილება; |
დ)
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; |
ე)
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, საკრებულოსა და მუნიციპალურ სამსახურებს შორის; დ) საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა არქივირებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებების ფუნქციები |
1.
საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; |
ბ)
შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; |
გ)
დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; |
დ)
დავალებების სათანადოდ გაფორმებას; |
ე)
დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; |
ვ)
გასული დოკუმენტების გაგზავნას; |
ზ)
საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; |
თ)
ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; |
ი)
საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; |
კ)
თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; |
ლ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
2.
საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; |
ბ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; |
გ)
მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; |
დ)
ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; |
ე)
ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; |
ვ)
მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; |
ზ)
საკრებულოსა და მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; |
თ)
კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური, საზოგადო, მეცნიერების, კულტურის და სხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით; |
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის საგარეო ურთიერთობების განვითარებას და კოორდინაციას; |
კ)
უცხოეთში გასაგზავნი ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრასა და სამუშაო პროგრამების შედგენაში მონაწილეობას; |
ლ)
ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავების ხელშეწყობას; |
მ)
მერიის თანამდებობის პირების უცხოეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების, ასევე მივლინებების ორგანიზებას; |
ნ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერის მიერ დახვედრის, მიღებისა და გაცილების ორგანიზებას; |
ო)
მერიის სამახსოვრო ალბომის წარმოებისა და დაცვა-შენახვის უზრუნველყოფას; |
პ)
უცხოეთის ქვეყნების მეგობარი ქალაქების ხელმძღვანელებზე გასაგზავნი წერილების, შეტყობინების მომზადებას და გაგზავნის ორგანიზებას; |
ჟ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთის მეგობარი ქალაქების, ასევე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევის ორგანიზებას; |
რ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ქალაქში და საქართველოს ფარგლებში მოგზაურობის დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზებას; |
ს)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჩამოსული უცხო ქვეყნის (ქვეყნების) წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებებით; |
ტ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
3.
იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; |
ბ)
მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და საკრებულოს ნორმატიულ აქტებთან; |
გ)
მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვას; |
დ)
მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; |
ე)
მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; |
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
4.
ადამიანური რესურსების განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; |
ბ)
მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე; |
გ)
მერიის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მერიის თანამდებობის პირების მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მერიის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; |
დ)
მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; |
ე)
კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; |
ვ)
მერიის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; |
ზ)
მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; |
თ)
საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; |
ი)
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; |
კ)
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; |
ლ)
მერიის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; |
მ)
მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მერიის მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; |
ნ)
თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; |
ო)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
5.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას; |
ბ)
საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; |
გ)
საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას; |
დ)
საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას; |
ე)
საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; |
ვ)
საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას; |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის ქონება |
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
|
მუხლი 6.
დასკვნითი ნაწილი |
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები