სს „საქცივპროდუქტი“-ს აქციონერთა კრებაის მოწვევის შესახებ

  • Word
სს „საქცივპროდუქტი“-ს აქციონერთა კრებაის მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს. "საქცივპროდუქტი"
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
27/04/2016
ვებგვერდი, 28/04/2016
სს „საქცივპროდუქტი“-ს აქციონერთა კრებაის მოწვევის შესახებ
ს.ს. "საქცივპროდუქტი"

სააქციო საზოგადოება „საქცივპროდუქტის” დირექციის განცხადება

 

სს „საქცივპროდუქტი” იწვევს საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 3 ივნისს, დღის 3 საათზე, თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №27-ში. სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2015 წლის 3 მაისი.

 

დღის წესრიგი:

1. მეთვალყურეთა საბჭოს 2015 წლის ანგარიში და მისი დამტკიცება;

2. საზოგადოების 2015 წლის ფინანსური ანგარიში და მისი დამტკიცება;

3. სხვადასხვა.

 

დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიიღება საზოგადოების დირექციაში ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ტელ.: 234 26 32.  

განმარტებების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით დირექციაში კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე. კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააქციო საზოგადოების რეესტრში 2016 წლის 3 ივნისის მდგომარეობით და წარმოადგენენ რეგისტრატორის მიერ დამოწმებულ ამონაწერს, ასევე პირადობის მოწმობას.     

აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლებას შეამოწმებს საზოგადოების რეგისტრატორი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მის.: მოსაშვილის 11. ტელ.: 225 15 60.

 

გენერალური დირექტორი                                                 ს. რუხაძე