„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
ძალაში შესვლის თარიღი 06/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016657
63
03/05/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
100110000.22.038.016657
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №63

2016 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

 

„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016310, 10/04/2014) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ю

 

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი თანდართული რედაქციით.“.

 

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი“ж

 

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანა

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან (შემდგომში – დაწესებულება) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა (შემდგომში – პაციენტი) სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა (შემდგომში - სამკურნალო დაწესებულება) და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში (შემდგომში - ცენტრი) გეგმური ან გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) რეკომენდაციის საფუძველზე სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – პენიტენციური დეპარტამენტი) დირექტორის ბრძანებით.

2. პაციენტის სამკურნალო დაწესებულებასა და ცენტრში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც რეგისტრირდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების ელექტრონულ პროგრამაში (შემდგომში - სამედიცინო პროგრამა).

3. სამედიცინო დეპარტამენტი შუამდგომლობას განიხილავს გონივრულ ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების), ასევე, საჭიროებისას, საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოყენებით.

4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება გეგმური სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პროგრამაში ენიჭება რიგითი ნომერი და მისი სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია, გადაყვანამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, ეგზავნება პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორსა და დაწესებულების მთავარ ექიმს.

5. სამედიცინო დეპარტამენტი რიგითობას განსაზღვრავს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, სამედიცინო ჩვენების, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად.

6. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გაყვანის თაობაზე.

7. პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გეგმური წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით.

8. გადაუდებელ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესი. ამ შემთხვევაში გამოიყენება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლით დადგენილი წესი.“.

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დაწესებულებიდან, სამკურნალო დაწესებულებიდან და ცენტრიდან პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა“;

გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან პაციენტის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გეგმური ან გადაუდებელი წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“;

გ.გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე.

8. პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გეგმური წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით.“;

გ.დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი უარი პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამედიცინო დეპარტამენტს.“ж

დ) მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან სხვა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა

1. პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან სხვა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანა ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.

2. პაციენტის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან სასამართლო-სამედიცინო ან/და სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“ж

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის დაწესებულებაში/სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ე.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პაციენტი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან შესაძლებელია არ იქნეს დაბრუნებული იმ დაწესებულებაში, საიდანაც იქნა გაყვანილი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით გადაყვანილ იქნეს სხვა დაწესებულებაში, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უსაფრთხოების ინტერესების დაცვა ან გართულებული ბადრაგირება არ იძლევა მის იმავე დაწესებულებაში დაბრუნების შესაძლებლობას.

6. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის სხვა დაწესებულებაში დაბრუნებისას აუცილებელია სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა, უსაფრთხოების მიზნით სხვა დაწესებულებაში დაბრუნებისას იმ დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა, საიდანაც გაყვანილ იქნა პაციენტი, ხოლო ბადრაგირების გართულების გამო – პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის შუამდგომლობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა