დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017104 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან – ინსტიტუტებისაგან, ბიბლიოთეკის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, მართვის ორგანოების სამდივნოებისა და ამ წესდებით განსაზღვრული სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მართვის ორგანოების არჩევნები, გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებისა, რეგულირდება უნივერსიტეტის შინაგანაწესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების არჩევის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალის და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;“. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ექვსი წლის ვადით. 3.უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს სამი წარმომადგენელი, უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს – თითო წარმომადგენელი.“; ბ) მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. აკადემიურ საბჭოში არჩეული – ფაკულტეტის წარმომადგენლობის შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. აკადემიური საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ვინაობა, რომლებმაც იმ ფაკულტეტების მიერ ჩატარებულ არჩევნებში, რომელთა წარმომადგენლებიც არიან, მიიღეს ხმების ნაკლები რაოდენობა, გამოცხადდება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე და მათი როტაცია განხორციელდება არჩევიდან ამ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.“. 5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“-„ბ5“ ქვეპუნქტები: „ბ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს; ბ2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; ბ3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს; ბ4) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს; ბ5) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;“. 6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს: ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ლ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;“. 7. მე-12 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“. 8. მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;“. 9. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.“. 10. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს „ე“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;“. 11. მე-17 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება ექვსი წლის ვადით.“; ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის შემუშავებასა და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა).“. 12. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი წესით და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“ . 13. 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211-214 მუხლები: „მუხლი 211. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შედგება ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან; 2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი. 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. მუხლი 212. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს. 2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო: ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში; გ) ასრულებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე. 4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. მუხლი 213. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი. 2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე, შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე. 3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. 4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს. 5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. მუხლი 214. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფლებამოსილება დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს განახორციელოს: ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უნივერსიტეტთან შეთანხმებით: გ.ა) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს; გ.ბ) ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან; გ.გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში; დ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად: დ.ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში; დ.ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ერთეულების დებულებებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.“. 14. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: ,,21. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით. 22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფაკულტეტის სამეცნიერო- კვლევით საქმიანობას აფასებს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე.“ გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. "; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 15. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“. 16. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.“. 17. 25-ე მუხლის: ა) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ემერიტუსის წოდება აკადემიური პერსონალიდან შეიძლება მიენიჭოს 65 წლის ასაკს მიღწეულ პირს, რომელსაც უნივერსიტეტში ორჯერ მაინც ეკავა/უკავია პროფესორის თანამდებობა ან ერთხელ მაინც აქვს ატესტაცია გავლილი. ემერიტუსის წოდების მინიჭების დამატებითი პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 9. ემერიტუსის წოდება მიენიჭება პროფესორს აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება იწვევს პირის გათავისუფლებას დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან. "; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება ემერიტუსის წოდების მინიჭების დროს პროფესორთა საშუალო ხელფასის 80%-ის ოდენობით.“. 18. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.“ . 19. 29-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ პუნქტი: „ე1) 75 წლის ასაკს მიღწევა, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“. 20. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291-295 მუხლები: „მუხლი 291. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან. 2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი. 3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ფაკულტეტზე ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“. მუხლი 292. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი 1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად. 2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელსაც აქვს შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. 3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით. 4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით. 5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე. 6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 7. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. მუხლი 293. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება. 2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. 3. შესაძლებელია ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნეს როგორც აკადემიურ თანამდებობაზე, ასევე დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში სამეცნიერო თანამდებობაზე. მუხლი 294. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები 1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით. 2.მეცნიერს უფლება აქვს: ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში; დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება; ე) განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. მეცნიერი ვალდებულია: ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში. 4. უნივერსიტეტი და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას. მუხლი 295. პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაცია 1. ატესტაცია არის პროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს. 3. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე აქვეყნებს განცხადებას ატესტაციის ჩატარების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადება ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადებაში მიეთითება: ა) ატესტაციის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა და მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სია; გ) ატესტაციისთვის წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და მათი წარდგენის ვადა. 6. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 7. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი. 8. ატესტაციის პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 9. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 10. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“. 21. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი, მათი მოადგილეები, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დირექტორები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“. 22. 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა.
|
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების მე-4 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
|
| მუხლი 4 |
ამ ბრძანების მე-9 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები