,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016303
8
27/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
010260020.35.114.016303
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 27 აპრილი

დაბა ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების   დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №19 დადგენილებაში (სსმ, 28.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.114.016200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4.  გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო  სამსახური;

გ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური;

დ) სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური;

ე) მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) საინვესტიციო გარემოს განვითარებისა  და ანალიტიკური სამსახური;

ი) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

კ) მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  სამსახური;“.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

   „2. საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“.

მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-12 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

  „13. მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის,  მისი სტრუქტურული ერთეულების დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.  სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების წარმოების დროულობა და სისრულის მონიტორინგი; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება; სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მიღებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება.“.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 231 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,231. დასახლების საერთო კრება

 დასახლების საერთო კრება არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის   დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების  წინაშე  ინიციირების პროცესებში ქმედით  ჩართულობას.“.

მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 232 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „232.  დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება

 1. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ორგანიზება ევალება გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს.

2. მუნიციპალიტეტის გამგებელი  საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე,  აგრეთვე, საკუთარი  ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების   ფარგლებში, გამოსცემს  ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის  საჭირო  ორგანიზაციული  და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.

 3. საერთო კრების  მოწვევასთან  დაკავშირებით ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას უზრუნველყოფენ   მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).“.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე