დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016207 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 17.07.2014წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016114) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;" ბ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ზ"-ქვეპუქნტი. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების: ა) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია; გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის უზრუნველყოფა; ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფა.“; ბ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით; ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნას და მათ მიერ შესასრულებელი ან/და შესრულებული ვალდებულებების პერიოდულ ანალიზს; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას.“; გ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნას, ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.“; დ) მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი. ე) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; წინადადებების შემუშავებას სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის სფეროში; წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის სფეროში.“; ვ) მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები