დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.118.016190 |
12
28/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
010250000.35.118.016190
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
|
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის, მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადების წარდგენა, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებით წესს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები
|
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
|
მუხლი 3.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანი
|
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე ფიზიკური პირისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების გამარტივება.
|
მუხლი 4.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი
|
1.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტად განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი ინფორმაცია (მოხსენებითი ბარათი), რომელიც დაადასტურებს მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს.
|
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლის ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა.
|
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით ფიზიკური პირის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია შეიძლება მოითხოვოს:
|
ა)
უფლებამოსილი პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს;
|
ბ)
სათათბირო ორგანომ –
საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები