„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016533
236
11/05/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
040030000.22.034.016533
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №236

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016238) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) პროფესიული მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს საპილოტე პროგრამებს/სასწავლო კურსებს მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის, ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით;“.

2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) შესაბამის ფაკულტეტებსა და განყოფილებებთან ერთად შეიმუშავებს საპილოტე სწავლების პროგრამებს/კურსებს მათი შემდგომი შემოღების საჭიროების დადგენის, ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი