დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016089 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №110
2016 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №112 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 11/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. შევიდეს ცვლილება დანართის მე-11 პუნქტის მე-11.2 ქვეპუნქტის „თ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;“;
2. შევიდეს ცვლილება დანართის მე-13 პუნქტის მე-13.2 ქვეპუნქტის „ლ“ და ქვეპუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;“.
3. დანართში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
14.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური, იურიდიული ან/და ფინანსების განხრით);
ბ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
გ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, ინტერნეტი).
14.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV თავი);
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;
თ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
კ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
ლ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;
მ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ქ. ბაკარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები