დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.140.016222 |
|
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №30 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11/09/2014, ს/კოდი 010260000.35.140.016117) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის შესაბამისი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
1.
დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი:
„4. სამსახურის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.''. |
2.
დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი:
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან და მთავარი სპეციალისტებისაგან.“. |
3.
დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი:
„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“. |
4.
დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი:
„5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება; ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება.“. |
5.
ამოღებული იქნეს დებულების მე-3 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტი. |
6.
დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კეთილსინდისიერად და დადგენილ ვადებში შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, არ დაუშვას თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი შესრულება.“. |
7.
დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: - ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას; - მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგების მომზადებას; - სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას; - სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას და არქივის წარმოებას; - სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას. ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება უზრუნველყოფს: - გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; - მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას; - სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას - წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენას, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, დამტკიცებას და კორექტირებას; - წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალებების შერჩევას და შერჩეული საშუალებების შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და სატენდერო კომისიისათვის წარდგენას; - სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებას; - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის მომზადებას.“. |
8.
დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას, მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოხელე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები