„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019261
196
22/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
300160070.10.003.019261
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2016 წლის 22 აპრილი

   ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების  და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017699) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (ვადის ამოწურვის წლების აღმნიშვნელი წითელი ფერის ციფრები: 19, 20, 21, 22 და სხვა ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი №3, სწორკუთხედი 5);“;

ბ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინსპექტირების ორგანოს დასახელება;“;

გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (დანართი №3, სწორკუთხედი 6) ჩასაწერი ჩარჩო;“;

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფირნიშების ბლანკები მზადდება ამ რეგლამენტით დადგენილი ფორმითა და წესით, ცენტრალიზებულად და განსაზღვრული რაოდენობით.“;

ე) მე-13 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამისობის ფირნიშის A და B ნაწილების უკანა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში), სპეციალური საწერი საშუალებით, ამ მუხლის მე-6 პუნქტსა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემების ჩაწერა;  

ბ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში  აღნიშნული მონაცემების ჩაკვრა;“;  

„დ) შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის საიმედოდ დაკვრა ინსპექტირების სერტიფიკატის ქვედა, წარწერებისაგან თავისუფალ ადგილას.“.

2. მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი