დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.019255 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს, გარდა იმ საწარმოსა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.“. 2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი 1. სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში – სანერგეების კომპონენტი) ითვალისწინებს სანერგე მეურნეობების შექმნის ან არსებული სანერგე მეურნეობის განვითარების მსურველი პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. 2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის ან არსებული სანერგე მეურნეობის განვითარებისათვის თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.“. 3. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უვირუსო სადედე ნერგების ან/და ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეების ან/და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების ან/და თანამედროვე ტიპის სარწყავი სისტემების ან/და სასათბურე კონსტრუქციის ან/და ნერგის შესანახი მაცივრის ან/და სპეცტექნიკის შეძენის წყაროებს და განფასებას;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სანერგე მეურნეობის დაგეგმილ წარმადობას, ნერგების სახეობების მიხედვით, სამწლიანი საპროგნოზო პერიოდით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს თანადაფინანების მოცულობა შეადგენს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების იმ ნაწილის 50%-ს, რომელიც მოიცავს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულ მიზნობრიობებს. სანერგე მეურნეობის შექმნის პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით.“. 4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანერგეების კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსების სახსრების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით: ა) უვირუსო სადედე ნერგების შეძენა; ბ) ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეების შეძენა, თუ ძირითად მიზანს წარმოადგენს საძირეების ბაღის მოწყობა; გ) პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა; დ) თანამედროვე ტიპის სარწყავი სისტემების მოწყობა; ე) სასათბურე კონსტრუქციის მოწყობა; ვ) ნერგის შესანახი მაცივრის მოწყობა; ზ) სპეცტექნიკის შეძენა (თანადაფინანსებით დასაშვები სპეცტექნიკის ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად).“. 5. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანერგეების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის სანერგე მეურნეობის შექმნით ან არსებული სანერგე მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული პირები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სანერგეების კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს, გარდა იმ საწარმოსა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.“. 6. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სანერგეების კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად: ა) ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება; ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსაგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია მიწის ნაკვეთები პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებად ჰქონდეს რეგისტრირებული რამდენიმე საკადასტრო კოდით, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთები განლაგებულია ერთი სოფლის/დაბის/ქალაქის ტერიტორიაზე; გ) თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე სანერგე მეურნეობის (ნერგების წარმოების ტექნოლოგია ღია გრუნტის გარეშე) მოწყობის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფლობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა თანამედროვე სანერგე მეურნეობა – ლაბორატორია, სათბური და სხვა (წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, ნერგის გამოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად).“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შესაქმნელი/არსებული სანერგე მეურნეობის წარმადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 000 ნერგს წელიწადში.“. 7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ბენეფიციარის წილი თანადაფინანსების თანხის ან/და პროექტის ჯამურ ღირებულებაში, ბენეფიციარის გადასახდელი სრული თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი;“. 8. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №4 - ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები