დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016196 |
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
2012 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადზე წყლის რესურსების უკმარისობის გამო, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შექმნილი ელექტროენერგიის განსაკუთრებულად დიდი დეფიციტის შესავსებად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხოების, საიმედოობისა და მიწოდება-მოხმარების დაბალანსების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ღსს „აზერენერჯისთან“ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყო აზერბიჯანიდან საქართველოში 100 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის მოწოდება, შემდგომში, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის 400 კვ „ახალციხე-ბორჩხა“ ექსპლუატაციაში შესვლისას, საქართველოში მოწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის ელექტროენერეგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ თურქეთში დაბრუნების პირობით. ამდენად, თურქეთში ელექტროენერგიის დაბრუნების უზრუნველსაყოფის მიზნით
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და 41-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ 2012 წლის მარტი-აპრილის პერიოდში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიღებული ელექტროენერგიის თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის მაისი-აგვისტოს თვეებში საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით სისტემათაშორისო ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის არსებობის შემთხვევაში, (შიდა შემზღუდავი რესურსით/დისპეტჩერიზაციის შესაძლებლოთ წარმოქმნილი შეზღუდვების გათვალისწინებით) გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობა ნაწილდება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე ამ წესების IV1 თავით განსაზღვრული პროცედურებისა და საექსპორტო მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში ბაზრის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის საანგარიშო თვეში (თვეებში) თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღით ადრე სარეგისტრაციოდ წარუდგინოს დიპტერეჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო საათობრივი გრაფიკი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები