დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 15/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.140.010.05.001.001.496 |
საქართველოს კანონი
„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან ემიგრაციაში მიდის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული პასპორტით.“.
2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასპორტის მისაღებად შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში.“.
4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და უწყებების მონაცემები საქართველოს მოქალაქის საქართველოდან ემიგრაციასთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქის მიერ ემიგრანტის სტატუსის მოსაპოვებლად შუამდგომლობის განხილვისათვის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები და უწყებები ვალდებულნი არიან წარუდგინონ მას მონაცემები ამ კანონის მე-12 მუხლში მითითებული გარემოებების შესახებ.“.
5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ემიგრაციის სტატისტიკა
ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№187–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები