დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017109 |
|
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.10.2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017042) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში თანხის განაწილების წესს განსაზღვრავს ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. მე-4 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ექსპერტი – პირი, რომელიც აფასებს საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტს ამ წესით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალურია. ი) გრანტის მიმღები – ექსპერტთა შეფასების საფუძველზე კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი და დასაფინანსებლად დამტკიცებული ახალგაზრდა მეცნიერი და შესაბამისი მასპინძელი დაწესებულება.“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას; ე) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიების დადგენას მიმართულებების მიხედვით, გამარჯვებული პროექტების გამოვლენას დამტკიცებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას.“. 4. მე-8 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პროექტების შეფასება; ე) ექსპერტთა შეფასების საფუძველზე მიმართულებების მიხედვით შედგენილი რანჟირებული სიებიდან, კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამარჯვებული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;“. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პროექტის შეფასება 1. ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. 2. ექსპერტი პროექტებს აფასებს ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 3. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების წესს. 4. ექსპერტი პროექტების შეფასებას ახდენს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდის მხრიდან რაიმე სახის ჩარევის გარეშე. 5. კონკურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მეცნიერის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი მას გააცნობს მისი პროექტის შესახებ ექსპერტთა მიერ გაკეთებულ დასკვნებს.“. 6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა მიიღოს 30 ან მეტი ქულა.“. 7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არ შეიძლება ექსპერტი იყოს პირი: ა) რომელიც არის კონკურსის მონაწილე; ბ) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ახალგაზრდა მეცნიერთან ან მონაწილეობს მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; დ) რომელიც არის ახალგაზრდა მეცნიერის კვლევის/შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; ე) რომელიც არის ახალგაზრდა მეცნიერის ნათესავი, ნათესავად ჩაითვლება: ე.ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ე.ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; ე.გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; ე.დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.“. 8. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფონდი ამტკიცებს ექსპერტთა შეფასების საფუძველზე მიმართულებების მიხედვით შემდგარი რანჟირებული სიებიდან გამარჯვებულ პროექტებს.“. 9. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები