„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
ძალაში შესვლის თარიღი 06/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016638
44
28/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
010340020.22.038.016638
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №44

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N57 ბრძანებაში (სსმ, 010340020.22.038.016472, 01/07/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) მრჩევლები;

ბ) მთავარი სპეციალისტები.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

მუხლი 15     

სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ა) ახორციელებს შიდა აუდიტს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ბ) უზრუნველყოფს მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობის დაცვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

გ) ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) იცავს შიდა აუდიტის სტანდარტებს, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობას და ჰარმონაზაციის ცენტრის მიერ დამტკიცებულ შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგიას;

ე) უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ვ) ასრულებს მინისტრისა და სამსახურის უფროსის შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა