„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის N71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის N71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016639
45
28/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
100020020.22.038.016639
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის N71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №45

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016486, 15/07/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

 

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 

 

2. მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1“ და „2ქვეპუნქტები:

„ლ1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის, მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;

2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის  შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;“. 

 

3. მე-7 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მ1-მ4 ქვეპუნქტები:

„მ1) დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

2) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;

3)  დაწესებულების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება  და დანახარჯების  აღრიცხვა;

4) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა;“.

 

4. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;

 

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.“.

 

6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება მხოლოდ დღის საათებში დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლის მენეჯერი ან სამორიგეო ცვლის მენეჯერის თანაშემწე, სპეციალური აღრიცხვის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები ერთობლივად.“;

 

7. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი №1-ის მე-16 პუნქტით.“. 

 

8. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) დღის განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო საცხოვრებლის დატოვებისას;“.

 

9. 21-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შემოწმების შემდეგ ამანათები გადაეცემა მსჯავრდებულს, რის თაობაზეც მსჯავრდებული აწერს ხელს განცხადებას.“;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

10. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური საცხოვრებელი, ჰოლი, დერეფანი, კიბის უჯრედი და სამუშაო ადგილი;“.

 

11. 34-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, თეთრეული, სპეციალური და საერთო საცხოვრებელი.“.

 

12. 35- მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.

7. მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტებზე.“.

 

13. 38- მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის, მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება მსჯავრდებულის ხელწერილით. მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.“.

 

14. 41-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დაწესებულების სარეკრეაციო და ადმინისტრაციული სექტორის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებს დადგენილი ფორმის ხანმოკლე პაემნის ბარათს, რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.“.

 

15. 43- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით.“;

) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

16. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.“.

 

17. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია მსჯავრდებულებს არ აქვთ ან მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის მსჯავრდებულების მომზადება, აგრეთვე იმ სამუშაოზე, რომლის შესასრულებლადაც საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი (არამსჯავრდებული).“.

 

18. 67-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხსნის, კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

19. 86-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამორიგეო ცვლა არის ცვლის მენეჯერის ხელმძღვანელობით დაწესებულების სექტორების სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი ინსპექტორების მოსამსახურეთაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე – მორიგე ცვლის მენეჯერთან.“.

 

20. დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“.

 

21. დანართ №1-ის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა).“. 

 

22. დანართ №4-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა.“.

 

23. დანართი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დებულების დანართი №9

 

მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემდეგ მსჯავრდებულის

უფლებების გაცნობის ოქმი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

№16 პენიტენციური დაწესებულება

 

 „ ––––––– “ –––––––––––––––––––––– სთ  20        წ                                                           ქ. რუსთავი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულება ---------------------------------------------------------------------------------------------

                                             (დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)

 

ოქმი შევადგინე მასზედ, რომ მსჯავრდებულ ------------------------ (სახელი, გვარი, მამის სახელი) გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უფლება აქვს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების, უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ განხილვაზე წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

მსურს მოვიწვიო ადვოკატი  _________

 დიახ/არა

 

მსურს მოვიწვიო თარჯიმანი  _________

  დიახ/არა

 

მსურს მივცე ახსნა-განმარტება  _________

 დიახ/არა

 

ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მსურს დავესწრო სხდომას  _________

 დიახ/არა                                                                                                  

 

ოქმი სწორია და ვადასტურებ ხელის მოწერით:

 

 _______________________________________________________________________

მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო

 

ოქმი შევადგინე:

 

______________________________________________________________________

დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა“;

 

24. დანართი №12 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დებულების დანართი №12

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

№16 პენიტენციური დაწესებულება

 

მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების

გამოყენების შესახებ

დირექტორის განკარგულება №

 

 

20 „–––“––– „––––––––––––––––––“ ––––––––––––სთ                                           №––––––– ––––––––––

                          (გამოცემის დრო)                                                                                                       (ქ. რუსთავი)

 

 

№16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ––––––––––––––––––– ზეპირი მოსმენით/ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დარღვევის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დარღვევის გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) –––––––––––––––––––––––––––––––––

 

დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)

 

 დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)

 

 დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:

 

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთვევაში) განემარტება პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები.

 

დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა რა პატიმრობის კოდექსითა და  №16 პენიტენციური დაწესებულების დებულებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

 1. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ _____________ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელის სახე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

4. განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში  ადმინისტრაციული წესით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

 

დაწესებულების დირექტორი                                                           ___________________________“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა