„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016642
48
28/04/2016
ვებგვერდი, 04/05/2016
100020020.22.038.016642
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №48

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №110 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016525, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და  „ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;

2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის  შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;“. 

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.“.

3. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი №1-ის მე-16 პუნქტით.“. 

4. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურე ნივთებსა და კვების პროდუქტებს აღრიცხავს მსჯავრდებულთა საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს მსჯავრდებული.“.

5. 35-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამანათის/გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.“.

6. 66-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხსნის, კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.“.

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“.

8. დანართი №1-ის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა).“.  

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა