დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N118 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016645 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №118 ბრძანებაში (სსმ, 100020020.22.038.016533, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. 61 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები: „ლ1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება; ლ2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა; ბ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება; გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისათვის, აგრეთვე ექსტრადიციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება; დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ. 3. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.“. 3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი №1-ის მე-16 პუნქტით.“. 4. 65-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხსნის, კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.“. ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 5. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“ 6. დანართი №1-ის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები