დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016651 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში (სსმ,100020020.22.038.016524, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.“. 3. მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის, მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება; კ2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;“. 4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი №1-ის მე-15 პუნქტით.“. 5. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.“. 6. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) ხანმოკლე პაემნითა და სატელეფონო საუბრით;“. 7. 68-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხსნის, კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.“. ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.“. 9. დანართი №1-ის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“ ბ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი."; გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები