„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016034
39
27/04/2016
ვებგვერდი, 28/04/2016
130070000.63.075.016034
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №39

2016 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 23.12.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016026) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-6 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „16. შეიარაღებისა და სპეციალურ საშუალებათა გაცემისა და მიღების აღრიცხვის წიგნი – ფორმა №15 (დანართი №15).“.

      2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები:

   „17. მორიგეების მიერ იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის მიღებისა და ჩაბარების აღრიცხვის წიგნი – ფორმა №16 (დანართი №16).

   18. შეიარაღების დანაყოფის მიერ სამორიგეო დანაყოფისათვის იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის წიგნი – ფორმა №17 (დანართი №17).“.

      3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

      4. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №16 და №17 დანართები.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური