საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016442
1-1/219
21/04/2016
ვებგვერდი, 25/04/2016
010320040.22.024.016442
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/219

2016 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის  სფეროში 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.

მუხლი 2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;