დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.32.061.016184 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №16
2016 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესის დამტკიცების თაობაზე” აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში (სსმ.,ვებგვერდი, 111025002, 25/10/2011, სარეგისტრაციო კოდი 010130000.32.061.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“.
2. დადგენილების პრეამბულა (საფუძველი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის შესაბამისად:“.
3. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესი“.“.
4. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მომართვის შემთხვევაში, განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტმა, თანდართული წესისა და ფორმის შესაბამისად.“.
5. წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესი“.
6. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი მოთხოვნის შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან და საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.“.
7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში (შემდგომში - დეპარტამენტი) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“ (შემდგომში - კომისია).
8. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კომისიის უფლება-მოვალეობები
1. უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის ელექტრონული ფორმით მომართვის შემთხვევაში, კომისია ახორციელებს შემდგომ საქმიანობას:
ა) საფუძვლიანად შეისწავლის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან შემოსულ მასალებს და უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე არსებულ და მოპოვებულ ინფორმაციას;
ბ) უფლებამოსილი პირის გამოკითხვის შედეგად დაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას;
გ) მოითხოვს უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის (ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა წარდგენილ ფოტოსურათთან) თაობაზე სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობით დადასტურებას და გამოკითხავს მათ იდენტურობის დადგენის მიზნით;
დ) კომისია, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილია ფოტოიდენტურობის დადასტურების მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან მიიღოს ფოტოიდენტურობის დადასტურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი ელექტრონული ფორმით, მათ შორის:
დ.ა) უფლებამოსილი პირის, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის, არასრულწლოვანის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადების ასლი მოწმობის გაცემის მოთხოვნის თაობაზე;
დ.ბ) პირადობის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის ასლი: ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პასპორტი, შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების, პირადობის ან ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა);
დ.გ) 1 ფოტოსურათი (ერთი) ზომით 3.5X4.5 დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
ე) საქმის არსებითად გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევს 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული სამსახურების ყოფილ თანამშრომლებს;
ვ) შემოსულ მასალებში არსებული მონაცემების, სათანადო დოკუმენტებით მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე;
ზ) შესაბამისი მოთხოვნისა და სათანადო მასალების მიღებიდან 5 დღის ვადაში მიაწოდებს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ინფორმაციას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის თაობაზე.
2. უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, დაინტერესებული ან/და უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადი მომართვის, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, კომისია:
ა) ვალდებულია საფუძვლიანად შეისწავლოს შემოსული განცხადება, არსებული ინფორმაცია და წარმოდგენილი მასალები;
ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს განმცხადებლისაგან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1993 წლამდე ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი: დაბადების მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების (განქორწინების) მოწმობა, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა, ასევე გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა წარმოებაში მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დოკუმენტები;
გ) მოითხოვოს/მიიღოს უფლებამოსილი პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები პირების წერილობითი განმარტებები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მასალებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან/და მოიწვიოს 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული სამსახურების ყოფილი თანამშრომლები;
ე) უფლებამოსილია, მიღებული ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გააცნოს დაინტერესებულ პირს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით გათვალიწინებულ ვადაში.
3. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომისიასა და შესაბამის სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე - ელექტრონული ფორმით.
4. კომისიის მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, საჭიროების (დაინტერესებული პირის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის, მის მიერ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის, სხვა შემაფერხებელი გარემოებების არსებობის) შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხორციელდება იმ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა განმცხადებლისა და კომისიის წევრის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. ელექტრონული კონტაქტის დამყარებისას დაინტერესებულ პირთან წარმოებული გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი ელექტრონული ფორმით დაერთვის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
5. კომისიამ საჭიროების შემთხვევაში (საკითხის შესწავლის მიზნით), თავისი საქმიანობა შეიძლება განახორციელოს ქვეკომისიების მეშვეობით. ქვეკომისიების შექმნის, დასახელების, მუშაობის, მასში კომისიის წევრთა გაერთიანებისა და ქვეკომისიის ხელმძღვანელის არჩევის საკითხს წყვეტს დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით“.
9. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, დაინტერესებული, უფლებამოსილი პირის კანონიერი წარმომადგენლის ან/და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მომართვის შემთხვევაში, დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გასცენ სათანადო პასუხი ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ერთ სამუშაო დღეში.“.
10. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 სამუშაო დღეს განმცხადებლის (უფლებამოსილი პირი, კანონიერი წარმომადგენლი) ან სახელმწიფო ორგანოს მომართვის (მასალების ელექტრონული ფორმით შემოსვლის) დღიდან. თუ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა შეიძლება გაგრძელდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურთან შეთანხმებით არა უგვიანეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნეიტრალური მოწმობის გაცემის ვადისა.“.
12. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. კომისიის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურებისას მზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ეგზავნება შესაბამისი პასუხი ელექტრონული ფორმით, ხოლო, საცხოვრებელი ადგილის დადგენისას კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიცემა კომისიის დასკვნა/ცნობის სახით.“.
13. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ფოტოიდენტურობის დადასტურებასა ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი
საქართველოს და აფხაზეთის კანონმდებლობისა და ამ წესის თანახმად, თუ კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ იძლევა დადებით შედეგს და არ არსებობს ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე უარის თქმის შესახებ.“.
14. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დასკვნა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ
1. კომისიის დასკვნას უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, წევრები და მდივანი, რაც დამოწმებული უნდა იქნეს სათანადო ბეჭდით.
2. უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების შესახებ დასკვნის რეკვიზიტებია:
ა) კომისიის სახელწოდება;
ბ) დასკვნის სახელწოდება;
გ) დასკვნის გაცემის თარიღი და ადგილი;
დ) უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და მამის სახელი;
ე) ფოტოსურათის ჩასაკრავი ადგილი;
ვ) დაბადების თარიღი და ადგილი;
ზ) კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და მდივნის ხელმოწერა;
თ) სათანადო ბეჭედი.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები -პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე კომისიის დასკვნა/ცნობა) უნდა შეიცავდეს:
ა.) სახელწოდებას;
ბ.) გაცემის თარიღსა და ადგილს;
გ.) უფლებამოსილი პირის სახელს, გვარსა და მამის სახელს;
დ.) უფლებამოსილი პირის საცხოვრებელ ადგილს;
ე.) კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და მდივნის ხელმოწერას.“.
15. დადგენილებით დამტკიცებული წესის „დანართი 1“ და „დანართი 2“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი №1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა ფოტოიდენტურობის თაობაზე
№
ქ. –––––––––––––––– “____”_________ 20--- w.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიჩნეულ იქნეს:
პიროვნების_________________________________________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
______________________________________________________________
(დაბადების ადგილი და თარიღი.)
|
|
ფოტოიდენტურობის წერილობითი დასტური
|
.ფოტოსურათის ადგილი
ბ. ა.
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის წევრები:
1.
2.
3.
4.
5.
კომისიის მდივანი:
დანართი №2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნა/ცნობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები -პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე
ქ. –––––––––––––––– ––– ––––––––– 201– წ.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის/ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად
პიროვნების ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ----------------------------------------------------------------------------
(ქალაქი, რაიონი, დაბა, სოფელი)
კომისიის თავმჯდომარე:
კომისიის წევრები:
კომისიის მდივანი:
ბ.ა. ’’.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები