ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩასთან არსებული უსახელო ორი შესახვევისთვის სანდრო ეულის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩასთან არსებული უსახელო ორი შესახვევისთვის სანდრო ეულის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016174
  • Word
118
15/04/2016
ვებგვერდი, 22/04/2016
000000000.00.101.016174
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩასთან არსებული უსახელო ორი შესახვევისთვის სანდრო ეულის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №118

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩასთან არსებული უსახელო ორი შესახვევისთვის სანდრო ეულის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, სანდრო ეულის ქუჩასთან არსებულ უსახელო ორ შესახვევს მიენიჭოს სანდრო ეულის I და II შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                გიორგი ალიბეგაშვილი