ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული შესახვევისთვის და ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი სერგო გუჯეჯიანის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული შესახვევისთვის და ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი სერგო გუჯეჯიანის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016170
  • Word
114
15/04/2016
ვებგვერდი, 22/04/2016
000000000.00.101.016170
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული შესახვევისთვის და ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი სერგო გუჯეჯიანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №114

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული შესახვევისთვის და ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის სერგო გუჯეჯიანის, სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, მასთან არსებულ შესახვევს და ჩიხს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, სერგო გუჯეჯიანის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                               გიორგი ალიბეგაშვილი