ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის I ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწე კოტე მახარაძის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის I ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწე კოტე მახარაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016169
  • Word
113
15/04/2016
ვებგვერდი, 22/04/2016
000000000.00.101.016169
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის I ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწე კოტე მახარაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №113

2016 წელი 15 აპრილი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის I ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწე კოტე მახარაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის I ჩიხს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწე კოტე მახარაძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                     გიორგი ალიბეგაშვილი