„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4966-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.018100
4966-IIს
15/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
040200010.05.001.018100
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

„62. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლას ან შესწორებას, რომელიც დადასტურებული არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო კანონიერად აღიარებს, თუ დაბადების სამოქალაქო აქტი 2008 წლამდეა რეგისტრირებული და პირი ფლობს დაბადების მოწმობას ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს, შეცვლილი ან შესწორებული მონაცემით (სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება).“.

მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანა სახელის ცვლილების კანონიერად აღიარებისათვის მომსახურების ვადის და მომსახურების საფასურის ოდენობის დასადგენად.

მუხლი 3

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 აპრილი 2016 წ.

N4966-IIს