დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის No4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 21/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016021 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“, 23.05.2006 წ., №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები: |
1.
მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 პუნქტი:
„ა1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე;“. |
2.
მე-10 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგენს უსკოს, უსკოს სამუშაო ჯგუფის და უსკოს აპარატის სამუშაო (თათბირების) შეხვედრების სხდომის ოქმებს;“. |
3.
მე-10 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამოწმებს პარტიულ სიებს, კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათებს და საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერთა სიებს;“. |
4.
მე-10 მუხლის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) უზრუნველყოფს საორგანიზაციო სამსახურისაგან გადმოცემული ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას;“. |
5.
მე-10 მუხლის „ო“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ო1 პუნქტი:
„ო1) უსკოს აპარატის სამსახურებისაგან მიღებული პროექტების საფუძველზე ადგენს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და წარუდგენს უსკოს მდივანს;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები