დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 669 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021255 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №669
2016 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება:
ა) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1,5 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.03.01.780) – სს „ნოვა ტექნოლოჯს“ (ს/კ: 248 429 598) 2 (ორი) წლის ვადით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 51 (ორმოცდათერთმეტი) ლარად;
ბ) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.03.01.780) – სს „ბანკ ქართუს“ (ს/კ: 204 891 652) 2 (ორი) წლის ვადით, ბანკომატის განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 300 (სამასი) ლარად;
გ) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.03.01.780) – სს „საქართველოს ბანკს“ (ს/კ: 204 378 869) 2 (ორი) წლის ვადით, ბანკომატის განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარად;
დ) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.03.01.780) – შპს „თიბისი ფეის“ (ს/კ: 204 559 361) 2 (ორი) წლის ვადით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 50 (ორმოცდაათი) ლარად;
ე) ქ. თბილისში, ქავთარაძის ქ. №21-ში მდებარე სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს შენობის 0.5 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.03.038.046) – სს „ნოვა ტექნოლოჯს“ (ს/კ: 248 429 598) 2 (ორი) წლის ვადით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 17 (ჩვიდმეტი) ლარად.
2. სააგენტომ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედება გაავრცელოს სახელმწიფო ქონების ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები