სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021254
  • Word
668
18/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
000000000.00.003.021254
სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №668

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება: ქ. თბილისში, გმირი კურსანტების ქ. №4-ში მდებარე სასადილოს (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.05.032.001, შენობა-ნაგებობა №14) მე-2 სართულის 140.8 მ2, მის ქვეშ არსებული სათავსოების 204.2 მ2 (საერთო ფართი – 345 მ2) და სასადილოს ინვენტარი აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადასცეს შპს „ლაგი 2009“-ს (ს/კ: 206340565), ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარად.

       2. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება გაავრცელოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ლაგი 2009“-ისათვის სახელმწიფო ქონების ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის დღიდან სატენდერო ხელშეკრულების ვადით.

       

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი