დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 666 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021252 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №666
2016 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ საშენ მეურნეობაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2016 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 65 ერთეულით.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეებიდან:
ა) 30 (ოცდაათი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის საკუთარი შემოსავლებიდან;
ბ) 20 (ოცი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის საკუთარი შემოსავლებიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენების მიზნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად, 2016 წლის 30 ივნისამდე;
გ) 15 (თხუთმეტი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის ქვეპროგრამით – „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა“ გამოყოფილი ასიგნებებიდან.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №286 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები