დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ სარგებლობაში არსებული ქონების შპს „ცოდნისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 664 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021250 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №664
2016 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ სარგებლობაში არსებული ქონების შპს „ცოდნისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „მერმისს“ (ს/კ: 209467646), საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან – 2016 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის პირველ აგვისტომდე, იჯარის უფლებით გადასცეს შპს „ცოდნას“ (ს/კ: 209467673) ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის გამზირ №108-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.04.023.037) არსებული 1561 კვ.მ ფართი, კერძოდ, №1 შენობის II სართული – 674,15 კვ.მ, №3 შენობის I სართული – 349,54 კვ.მ, №3 შენობის II სართული – 337,51 კვ.მ, №8 შენობის I სართული – 22,15 კვ.მ და №9 შენობის I სართული – 177,65 კვ.მ ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1 600 (ათას ექვსასი) ლარად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები