საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021234
  • Word
648
15/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
000000000.00.003.021234
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №648

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემისა და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის შექმნისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საჯარო სამსახურის ბიურომ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი