დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, სხვა მემორიალური ობიექტებისა და სკულპტურული კომპოზიციების ქალაქ თბილისში განთავსებასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 643 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021229 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №643
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, სხვა მემორიალური ობიექტებისა და სკულპტურული კომპოზიციების ქალაქ თბილისში განთავსებასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, განახორციელოს ქალაქ თბილისში სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, სხვა მემორიალური ობიექტებისა და სკულპტურული კომპოზიციების განთავსებასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 700 000 ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული „ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 02 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები