საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 634
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021220
  • Word
634
15/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
000000000.00.003.021220
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №634

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „შპს „საქართველოს      გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №2422 განკარგულების შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უდაბნოს ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სოფელ თოხლიაურში მდებარე სათავე ნაგებობიდან (არტეზიული ჭაბურღილები) მიმავალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების და მასთან დაკავშირებული ხარჯების  დაფინანსების  მიზნით, საქართველოს  ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს  რეგიონებში  განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 3 669 900 (სამი მილიონ ექვსას სამოცდაცხრა ათას ცხრაასი) ლარი, შპს  „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ გადასაცემად, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი         გიორგი კვირიკაშვილი